Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას პრობლემებზე საუბრის შემდგომ მიიღებს

12 აპრილი, 2018 11:58

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს საქართველოში დაბრუნებისას აეროპორტში განუცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დატოვების თაობაზე გადაწყვეტილებას გუნდში პრობლემებზე საუბრის შემდგომ მიიღებს.

„ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობები გვაქვს და ერთი გუნდი ვართ. ამ გუნდიდან წასვლაც არ ნიშნავს, რომ ადამიანური ურთიერთობები დამთავრდება, რომელიც მართლაც ძალიან მყარია. შესაბამისად, ჩვენ შუამავლების საშუალებით საუბარი არ გვჭირდება, დავილაპარაკებთ. ყველა იმ საკითხს, რაც პრობლემურია, ამოვწურავთ და მერე მივიღებთ, ალბათ, იმ გადაწყვეტილებას, რაც მისაღებია. მე ჩემსას და სხვა – თავისას. ჩემთვის პრემიერის თხოვნა ნამდვილად სულერთი არ არის და ძალიან ანგარიშგასაწევია. დანარჩენი ერთმანეთში უნდა დავილაპარაკოთ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლოა, თუ არა უმრავლესობის რიგები მამუკა მდინარაძემ და ირაკლი კობახიძემ დატოვონ, გედევან ფოფხაძე პასუხობს, რომ ამის წინაპირობა არ არსებობს. მისივე თქმით, არის გარკვეული კომუნიკაციის პრობლემა, რომელიც შესაძლებელია, რომ გამოსწორდეს.

გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. 

გედევან ფოფხაძის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^