Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სირიის ქალაქში, სადაც, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რუსული სამხედრო პოლიცია შევიდა

12 აპრილი, 2018 12:43

რუსეთის სარდლობის ინფორმაციით, სირიის ქალაქ დუმაში „ჯაიშ ალ ისლამის“ მებრძოლებმა იარაღი დაყარეს. რუსული სამხედრო პოლიცია დასახლებაში დღეს შევიდა. ქალაქი 7 აპრილს, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღით დაბობმეს.

დუმა სირიის აღმოსავლეთ ღუტას რეგიონში, დედაქალაქ დამასკოსთან ახლოს მდებარეობს. ალყაში მოქცეულ დასახლებას 2012 წლის შემდეგ სირიელი მეამბოხეები აკონტროლებდნენ. სირიის სამთავრობო ჯარებმა რუსეთის დახმარებით აღმოსავლეთ ღუტას რეგიონზე იერიში წელს დაიწყეს. დუმა იყო რეგიონში უკანასკნელი დასახლება, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებდნენ.

აშშ-ის მტკიცებით, დუმას ასაღებად ასადის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. დაიღუპა 60-ზე მეტი ადამიანი, მინიმუმ 1000 კი დაშავდა. გაზით მოწამვლის სიმპოტმები ჰქონდათ დაშავებულებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სპეციალისტების თქმითაც. თუმცა, თავად ასადი და რუსეთის ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს.

ჯერჯერობით გაეროს უშიშროების საბჭოში ქვეყნები დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ვერ შეთანხმდნენ. ამერიკული ინიციატივები რუსეთმა დაბლოკა, რუსული კი პირიქით - აშშ-მა.

ამის გამო, 10-11 აპრილს, სირიის გარშემო ვითარება გამწვავდა. ხმელთაშუა ზღვაში ამერიკული, ბრიტანული, ფრანგული ფლოტისა და საჰაერო ძალების მობილიზება დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადეიბთ, ბაშარ ალ-ასადი ქიმიური იარაღის გამოყენების გამო პასუხს აგებს და ამისთვის ამერიკას სამხედრო ინტერვენციის რამდენიმე გეგმა აქვს.

დონალდ ტრამპმა გუშინ ასევე უპასუხა ლიბანში რუსეთის ელჩის განცხადებას, რომ თუ აშშ სირიაზე სარაკეეტო იერიშს მიიტანდა, ისინი ჩამოყრიდნენ რაკეტებს. ტრამპის თქმით, დროა რუსეთი მოემზადოს, რადგან სირიისკენ რაკეტები გაფრინდებიან.

მობილიზაცია გამოაცხადა ისრაელის არმიამაც, რომელმაც კვირას ერთი საჰაერო იერიში სირიაზე უკვე მიიტანა, რასაც 7 ირანელი სამხედრო ემსხვერპლა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^