Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იურიდიულ პირებზე 2017 წელს გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 8-დან 13,5%-მდე მერყეობს

13 აპრილი, 2018 14:33

ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში არსებულმა კომერციულმა ბანკებმა 2017 წელს იურიდულ პირებზე სესხის სახით 7 425 971 000 ლარი გასცეს. საქმიანობის სფეროს მიხედვით ყველაზე დიდი თანხა სავაჭრო (2 320 127 000 ლარი), ფინანსურ შუამავლობისა (2 284 409 000 ლარი) და სამრეწველო (1 455 863 000 ლარი) სექტორებზე გაიცა.

რაც შეეხება სხვა სფეროებს, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სექტორმა კომერციული ბანკებისგან სესხის სახით 115 267 000 ლარი მიიღო, სამშენებლო სექტორმა - 456 127 000 ლარი, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორმა - 86 363 000 ლარი. 

ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მიმართულებით მომუშავე იურიდიულმა პირებმა  2017 წელს კომერციულიული ბანკებისგან სესხის სახით 164 605 000 ლარი მიიღეს, კვლევებსა და უძრავ ქონებაზე მომუშავე იურიდიულმა პირებმა - 53 658 000 ლარი. 

საგანმანათლებლო სექტორში მომუშავე იურიდიულმა პირებმა კომერციული ბანკებისგან 2017 წელს 29 151 000 ლარი ისესხეს, ხოლო ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სექტორში მყოფმა იურიდიულმა პირებმა - 212 422 000 ლარი. მომსახურების სხვა სახეებზე მომუშავე პირებმა ბანკებისგან 247 936 000 ლარი მიიღეს. 

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, მისი მაჩვენებელი საქმიანობის სფეროებისა და თვეების მიხედვით განსხვავებულია. ის 7,6-დან 13,5%-მდე მერყეობს. წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით ფინანსურ შუამავლობაზე მომუშავე იურიდიულმა პირებმა ისარგებლეს. მათ სესხი საშუალოდ 7,6-9 პროცენტში აიღეს. 

საგანმანათლებლო სექტორში მყოფ იურიდიულ პირებს სესხი 10-13 პროცენტში ჰქონდათ, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში მყოფ პირებს - 11-13%-ში, ხოლო მომსახურების სხვა სექტორებში მყოფ იურიდიულ პირებს - 10-12%-ში.

გუშინ ახალგაზრდა ფერმერებთან და მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც სახელმწიფოს მიერ მეწარმეების თანადაფინანსებას გულისხმობს.

პრემიერმა ახალგაზრდა მეწარმეებს „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის“ ინიციატივა გააცნო

„საუბარია იმაზე, რომ თანამონაწილეობა,  ანუ არსებული კაპიტალი კომპანიას  არ აძლევს საშუალებას, აიღოს ის საბანკო დაფინანსება, რომელიც მას საშუალებას მისცემს, განახორციელოს ესა თუ ის პროექტი. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო კონკრეტული პრიორიტეტებით ჩაერევა და გააკეთებს ინექციას კაპიტალში იმისათვის, რომ პროექტის დაფინანსება შესაძლებელი გახადოს კომერციული საბანკო სექტორის მიერ“, - განაცხადა პრემიერმა. 

მეწარმეებისა და ბიზნესისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებზე გუშინ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, „მაღალპროცენტიანი სესხები საბანკო სისტემაში აფერხებს მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას. საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ფინანსთა მინისტრი: საბანკო სისტემაში მაღალპროცენტიანი სესხები აფერხებს ბიზნესის განვითარებას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^