
დღეს ერევანში სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილებმა მაშტოცის გამზირი გადაკეტეს.
"უარი უარი სერჟს" - აქცია ამ მოთხოვნით გაიმართა. მონაწილეებმა სარგსიანის მოსალოდნელი გამარჯვება გააპროტესტეს.
სომხეთში პარლამენტის წევრებმა 2 მარტს პრეზიდენტად 64 წლის არმენ სარქისიანი აირჩიეს. ხოლო 17 აპრილს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიოს.
ოპოზიცია სერჟ სარგსიანს, რომელიც ორი ვადით იყო პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის პოსტისათვის ბრძოლაში ადანაშაულებს.
ფოტო:hetq.am