Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სარაკეტო იერიში სირიაზე - რა დაბომბეს ამერიკელებმა, ბრიტანელებმა და ფრანგებმა

14 აპრილი, 2018 12:00

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ერთად სირიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. „მე ვუბრძანე შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს, რომ სირიის დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის ქიმიური იარაღის ინფრასტრუქტურაზე წერტილოვანი დარტყმები მიაყენონ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

თეთრ სახლში ტრამპის ბრიფინგიდან მოკელ ხანში ამერიკელებმა სარაკეტო იერიში დაიწყეს. გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა სამი ადგილი დაასახელა, რომელიც აშშ-მა დაბობმა:

  • სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია დამასკოში, რომელიც სავარაუდოდ ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს აწარმოებდა.
  • ქიმიური იარაღის საწყობი ქალაქ ჰომსიდან დასავლეთით.
  • ქიმიური იარაღის საწყობი და სამართავი პოსტი ასევე ჰომსთან ახლოს.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ასადის თავდაცვის სისტემებმა რაკეტების უმრავლესობის ჩამოგდება შეძლო. აშშ-ის თავდაცვის მდივანი კი ამ ინფორმაციას უარყოფს. გენერალ მატისის თქმით, მას ამერიკის არც ერთ დანაკარგზე ინფორმაცია არ მიუღია.

თვითმხილველების თქმით სირიაში ასევე დაიბობმა დამასკოთან ახლოს ქასინის მთაზე სამთავრობო გვარდიის ობიექტები. ასევე ყვებიან, რომ დამასკოსთან კიდევ ორ სამხედრო აეროდრომზე მიიტანეს იერიში.

ჰომსის რეგიონში ქიმიური იარაღის საწყობი დაბომბა დიდმა ბრიტანეთმაც. ამერიკელებმა კი ამავე რეგიონში ჰეზბოლაჰის სამეთაურო პუნქტს დაარტყეს.

CNN-ის ცნობით, აფეთქებები იყო ალეპოში, სადაც დასავლეთის ქვეყნებმა გვარდიის სამხედრო ბაზა დაბომბეს.

ამერიკელი სამხედრო პირების თქმით, ამ ეტაპზე სირიაზე ერთჯერადი თავდასხმა მოხდა, მაგრამ მომავალში სამხედრო ინტერვენციას არ გამორიცხავენ.

რა სახის იარაღი გამოიყენეს:

ამერიკელებმა სირიაზე იერიშისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტები გამოიყენეს. სამხედრო პირებზე დაყრდნობით New York Times-ის ჟურნალისტი წერს, რომ „ტომაჰავკებით“ თავდასხმისთვის მათ სამი სამხედრო-საზღვაო ხომალდი - პორტერი, კუკი და ჰიგინსი ჩართეს.

მისი ინფორმაციით, ამერიკელებმა სირიაზე იერიშში ჩართეს ავიაციაც და B-1 ტიპის მძიმე ბომბდამშენებიდან დაბობმეს რამდენიმე ადგილი.

ფრანგებმა იერიშისთვის ავიაცია გამოიყენეს და სირია „მირაჟებით“ და „რაფალებით“ დაბომბეს. დიდი ბრიტანეთმა კი სირიაზე თავდასხმისთვის „ტორნადოს“ თვითმფრინავები და „შედოუს“ ტიპის რაკეტები გამოიყენა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^