
ნიუ იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრა რუსეთის მოთხოვნით სირიის საკითხზე შედგა, თუმცა, უშიშროების საბჭომ მისი რეზოლუცია სირიის შესახებ არ მიიღო. რუსეთი აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს ამ ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვაში ადანაშაულებს.
დოკუმენტიც აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ სირიის დაბომბის დაგმობას ითვალისწინებდა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაზე სარაკეტო იერიში დღეს დილით მიიტანეს. „მე ვუბრძანე შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს, რომ სირიის დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის ქიმიური იარაღის ინფრასტრუქტურაზე წერტილოვანი დარტყმები განახორციელონ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
სირიის დაბომბვა გამთენიისას დაიწყო და შვიდწლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში, ეს სარაკეტო იერიში ყველაზე მასშტაბური შეტევაა დასავლეთის მხრიდან პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ. ტრამპის განცხადებით, ეს არის პასუხი ქალაქ დუმაში სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.