Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ დააკავეს ცოლზე ძალადობისთვის ვეფხვია ბაქრაძე ოთხი თვის შემდეგ

16 აპრილი, 2018 15:48

პრეზიდენტმა ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ქალის საქმეზე ბრალდებული კაცის შეწყალებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და შეწყალების მოტივებზე ისაუბრა. 

პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვეფხვია ბაქრაძემ 2014 წელს ცოლის მიმართ ჩაიდინა ძალადობრივი დანაშაული, თუმცა ის მხოლოდ 4 თვის შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დააკავეს და ორივე დანაშაულისთვის წარუდგინეს ბრალი (ოჯახის წევრზე ძალადობის მუხლით და ავარიის გამო) 

„ლიბერალი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შეკითხვით, თუ რატომ არ დააკავეს დაუყოვნებლივ 2014 წელს ოჯახის წევრზე (მეუღლეზე) ძალადობის შემდეგ ვეფხვია ბაქრაძე და აღიძრა თუ არა მაშინვე ოჯახის წევრზე ძალადობის მუხლით საქმე. 

შსს-ს ცნობით, ცოლზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ ვეფხვია ბაქრაძე მიმალვაში იმყოფებოდა და ის ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დააკავეს და ბრალი ორივე საქმეზე წარუდგინეს. 

2015 წელს ვ.ბ სასამართლომ ოჯახში ძალადობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის დამნაშავედ ცნო. ის სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე და 276-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იხდიდა. ვ.ბ. პრეზიდენტმა შეიწყალა. მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^