Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯგუფი Rotting Christ: თბილისში დაგვაკავეს როგორც „სატანისტები და ტერორიზმში ეჭვმიტანილები“

16 აპრილი, 2018 23:08

Rotting Christ ცნობილი ბერძნული მეტალბენდია, რომელმაც საქართველოში 12 აპრილს კონცერტი გამართა. 

ბენდის ლეიბლმა კი დღეს Rotting Christ-ის სოლისტის საკის ტოლის განცხადება გაავრცელა,  იმის შესახებ, რომ კონცერტამდე 12 საათის განმავლობაში აეროპორტში იყო დაკავებული. მისი თქმით, ბენდის წევრებს ჩამოართვეს ტელეფონები და პასპორტები, დაკავებამდე კი არ დაუსახელებიათ მიზეზი. 

„ჩვენმა ადვოკატებმა მოგვიანებით შეგვატყობინეს, რომ ჩვენ ქვეყნის უშიშროების არასასურველი პირების სიაში ვიყავით, როგორც სატანისტები და ტერორიზმში ეჭვმიტანილები.“ 

შსს-ში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ აეროპორტში ბენდის წევრები არ დაუკავებათ. 

„არავინ არ დაუკავებიათ და ისინი ჩვეულებრივად შემოვიდნენ ქვეყანაში. უბრალოდ, შეფერხდნენ აეროპორტში საბუთების გადამოწმების მიზნით“, - აცხადებენ შსს-ში 

ნახეთ, სრულად რას ჰყვება Rotting Christ-ის სოლისტი:

„Rotten Chris საქართველოში საეჭვო ვითარებაში დააკავეს ტერორიზმის ბრალდებით, სავარაუდოდ, ბენდის სახელის („ხრწნადი ქრისტე“) გამო. ბენდის სოლისტი საკის ტოლი ჰყვება:

„ჩვენ თბილისში 12 აპრილს, დილით, ძალიან ადრე ჩამოვფრინდით. საზღვარზე საბუთების რეგულარული შემოწმების შემდეგ მე და ჩემი ძმა პოლიციელმა გაგვაჩერა მაშინ, როდესაც აეროპორტს ვტოვებდით. რამდენიმე წუთის შემდეგ გვიბრძანეს, რომ პოლიციას გავყოლოდით აეროპორტის შენობის სხვა ნაწილში თითქოს იმისთვის, რომ ქვეყანაში შესვლამდე რამდენიმე კითხვა უნდა დაესვათ. ამის ნაცვლად პასპორტები და ტელეფონები ჩამოგვართვეს და საკანში გაგვიძღვნენ. როდესაც დაკავების მიზეზის ახსნას ვითხოვდით, მარტივად გვპასუხობდნენ, რომ ეს ინფორმაცია „კონფიდენციალური“ იყო. 

ჩვენმა ადვოკატებმა მოგვიანებით შეგვატყობინეს,რომ ჩვენ ქვეყნის უშიშროების არასაურველი პირების სიაში ვიყავით, როგორც სატანისტები და ამასთან, ტერორიზმში ეჭვმიტანილები. 

წინასწარი გაფრთხილებისა და ოფიციალური ახსნის გარეშე, ჩვენ დაკავებულები აღმოვჩნდით, პატარა და საკმაოდ ბინძურ საკანში. არ გვაძლევდნენ გარესამყაროსთან, ან სამართლებრივ წარმომადგენელთან, ან საელჩოსთან დაკავშირების საშუალებას 12 საათის განმავლობაში. ცუდი პირობები იყო და არც რაიმე სახის ინფორმაციას გვაწვდიდნენ ამ ხნის განმავლობაში. 

საბედნიეროდ, მხოლოდ ბენდის სოლისტის გვარი იყო ამ სიაში და ბენდის ორმა წევრმა ადგილობრივ ორგანიზატორებთან ერთად დაიწყეს მცდელობა, რომ გავეთავისუფლებინეთ პატიმრობიდან და დაგვეწყო სამართლებრივი პროცედურები. დიდი ძალისხმევა და რთული პროცედურების გავლა გახდა საჭირო, რომ ეს პრობლემა გადაჭრილიყო. ადგილობრივი ორგანიზატორის დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლის ექსპერტების, ასევე ჟურნალისტებისა და აქტივისტების ჩართულობით ჩვენ საბოლოოდ გაგვათავისუფლეს. განსაკუთრებით მადლიერი ვართ იმ ადამიანების, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. საბოლოოდ ჩვენ შევძელით, რომ გვემღერა და ეს იყო შესანიშნავი ღამე. ჩვენ გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ყველა მეტალ-ძმებს მათი მხარდაჭერისთვის!“, - წერია განცხადებაში

ROTTING CHRIST-მა ქვეყანა სომხეთის გავლით დატოვა, გართულებების გარეშე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^