პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ, რომელმაც დღეს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ლგბტ აქტივისტების მოთხოვნები არ გაითვალისწინა.
ნინო ბოლქვაძემ საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ მათი რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანების საჭიროებებს ეხებოდა და რომლებიც მარტივი შესასრულებელი იყო, გეგმაში ვერ მოხვდა.
„დღეს საქართველოში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს არ აქვთ ჰორმონალური თერაპიის მიღების შესაძლებლობა. [...] ელემენტალური, ჰორმონალურ პრეპარატებს ვერ უნიშნავს ექიმი ტრანსგენდერ ადამაიანებს. კანონმდებლობით ცხადად არ არის დარეგულირებული სქესის სამართლებრივი აღიარების პროცედურა. იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ მათ უნდა წარმოადგინონ სტერილიზაციის შესახებ ცნობა. მათ აიძულებენ რეპროდუქციული ფუნქციის შეწყვეტას ძალადობრივად იმისთვის, რომ პირადობის მოწმბაში ჩასწორება მიიღონ თავიანთი გენდერის შესაბამსიად“ - თქვა ბოლქვაძემ.
მისი თქმით, ამ საკითხის მოგვარება იუსტიციის მინისტრს ბრძანების მიღებით შეუძლია, რაც მას არ გაუკეთებია.
ბოლქვაძე სხდომაზე დაინტერესდა, თუ რატომ არ გაითვალისწინა ეს საკითხები გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში, თუმცა საბჭოს თავმჯდომარისგან, თამარ ჩუგოშვილისგან შეკითხვაზე პასუხი არ მიუღია.
„ლიბერალი“ ცდილობს თამარ ჩუგოშვილთან დაკავშირებას, თუმცა იგი სატელეფონო ზარს ამ დრომდე არ პასუხობს.
ფოტო ► „მე ვარ ქალი - აღიარე!"
თბილისში ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავად აქცია 8 მარტს, იუსტიციის სახლთან გამართეს
„მე ვარ ქალი - აღიარე !" - ასე ეწპდებოდა ქალთა მოძრაობის მიერ ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავად გამართულ აქციას.. აქციის პარალელურად კონტრაქცია გაიმართა ორგანიზაცია „ზნეობის“ ორგანიზებით.
"სახელმწიფომ უნდა აღიაროს ტრანსგენდერი ქალები ქალებად და საშუალება მისცეს მათ, შეიცვალონ სქესი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში. ამისათვის იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ვთხოვთ, გამოსცეს ბრძანება, რომელიც დაარეგულირებს პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის პროცედურას ადამიანის უფლებების პატივისცემით და ჰუმანური მიდგომის საფუძველზე" - აღნიშნავდნენ აქციის მონაწილეები.