ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე დღეს გამართული ლაივის დროს განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის არც ერთ შვილს არ იცნობს.
16 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის მომავალი სიძე და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.
სწორედ ამას ეხებოდა მოქალაქის შეკითხვა, რომელზეც ფინანსთა მინისტრმა უპასუხა, რომ სააკაშვილი იაფფასიან ჭორებს იმეორებს.
„ეს ადამიანი ეწევა სიცრუის, იაფასიანი სიცრუის ტირაჟირებას, მაგრამ იმდენად ინტენსიურად აკეთებს ამას, რომ თვითონაც დაიჯერა ეს იაფფასიანი ჭორები. ცნობისთვის მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილის არც ერთ შვილს არ ვიცნობ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.