„SOS დროა ვიმოქმედოთ იპოდრომის გადასარჩენად“ - ამ წუთებში ძველი იპოდრომის მიმდებარედ, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, მერიის მიერ ახალი სატრანსპორტო ესტაკადის მშენებლობას მოქალაქეები მერიის შენობის წინ აპროტესტებენ.
ძველი იპოდრომის მიმდებარედ, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე მერია ახალი სატრანსპორტო ესტაკადის აშენებას აპირებს.
ამის შესახებ თბილსის მერმა, კახა კალაძემ 17 აპრილს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ესტაკადის მშენებლობისთის 2 მლნ 700 ათასი ლარია გამოყოფილი და 5 თვეში დასრულდება.