Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სერგეენკო: საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად შევაფასებთ ტყიბულის საწარმოში შრომის უსაფრთხოებას

19 აპრილი, 2018 19:11

დიდი იმედი მაქვს, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან ექსპერტების ჩართვა დროულად მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მინისტრმა პროფკავშირების მიერ წარმოდგენილ პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ჩამონათვალი პირობითად ორ ჯგუფად დაიყო – სოციალური შეღავათები და შრომის უსაფრთხოება. 

„სოციალური შეღავათების ჩამონათვალში იყო საკითხები, რომელიც საჭიროებდა სამმხრივი კომისიის წევრების გარდა სხვა ინსტიტუციების ჩართვას. ეს იყო საკითხები საპენსიო ასაკის შემცირებაზე, ასევე საგადასახადო შეღავათებზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს დღეებში სამუშაო ჯგუფში შეიქმნება ფორმატი, რომელზეც ამ სოციალური პაკეტების საკითხს განვიხილავთ. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად კომპანიას, ასევე ტექნიკური ზედამხედველობის საწარმოს და სამინისტროს შრომის ინსპექტირებას რამდენჯერმე ჩატარებული აქვს გარკვეული შეფასებები, ჩვენ შევთანხდით ასეთ ფორმატზე, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოვიწვევთ შესაბამის ექსპერტებს, რომლებთან ერთადაც შევაფასებთ მთლიანად საწარმოში შრომის უსაფრთხოებას. დიდი იმედი მაქვს, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან ექსპერტების ჩართვა დროულად მოხდება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, თუ საერთაშორისო დასკვნაში აღნიშნული იქნება, რომ ნებისმიერი ინვესტიციის ან გადაიარაღების შემთხვევაში აღნიშნულ შახტებში შრომა მაინც საფრთხის შემცველია, მან დავასახელა რამდენიმე პროექტი, რომელიც შეიძლება ტყიბულში განხორციელდეს.

„თუ დასკვნაში აღინიშნება, რომ ნებისმიერი ინვესტიციისა და გადაიარაღების შემთხვევაში ამ შახტებში შრომა მაინც საფრთხის შემცველი იქნება, ბუნებრივია, მე დავასახელე პროექტები და ეკონომიკის მინისტრიც დაეთანხმა, რომ „აწარმოე საქართველოში“ და მსგავსი პროექტები შეიძლება კონცეტრირებული იყოს ტყიბულში. თუმცა, პირველ რიგში მნიშვნელოვანია აუდიტორული დასკვნა“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აუდიტორული დასკვნის ჩასატარებლად შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართოს სამმხრივმა კომისიამ. პეტრიაშვილის თქმით, ეს კიდევ უფრო გაზრდის დასკვნის სანდოობის ხარისხს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^