Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► მეტროს მემანქანე შრომით გრაფიკზე და პირობებზე - სოლიდარობის ქსელი

19 აპრილი, 2018 23:31

"სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი" ვიდეოს ავრცელებს, სადაც მეტროს მემანქანე, ნუგზარ გაგუა საუბრობს მემანქანეების შრომით გრაფიკსა და პირობებზე.

ნუგზარ გაგუა ერთ-ერთია იმ მემანქანეებს შორის, ვინც ხელფასის მატების მოთხოვნით წინასაგაფიცვო პერიოდშია.

"მგზავრებისთვის მეტროს მუშაობა ყოველთვის გამართული და მოწესრიგებულია. ეს სწორედ მეტროში დასაქმებული მემანქანეებისა და სხვა თანამშრომლების ხარჯზე ხდება, რომლებიც თავიანთი არეული გრაფიკით თქვენ დროს აწესრიგებენ", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

23 აპრილს თბილისის მეტროს მემანქანეების წინასაგაფიცვო პერიოდი იწურება - იმ შემთხვევაში, თუ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ელ-მატარებლების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013-ის“ ერთადერთ მოთხოვნას - ხელფასის გაზრდას არ დააკმაყოფილებს, მემანქანეები გაიფიცებიან. 

„ერთობა 2013“ 250 დასაქმებულს აერთიანებს და მათი უმრავლესობა თბილისის მეტროს მემანქანეა. მემანქანეებმა მედიატორის დანიშვნის მოთხოვნით შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრს 2 აპრილს მიმართეს, რის შედეგადაც დაიწყო მედიაციის პროცესი. კოლექტიური შრომითი დავაში მათ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC სამართლებრივ დახმარებას უწევს. 

დღეისთვის მემანქანეთა საშუალო თვიური ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გარეშე 1150 ლარია. მემანქანეები ამბობენ, რომ არსებული ანაზღაურება შეუსაბამოა იმ გარემო-პირობებთან, სამუშაო ციკლთან თუ პასუხისმგებლობასთან შედარებით, რომელსაც ისინი ყოველდღიურობაში აწყდებიან.

ასევე ნახეთ ორგანიზაციის ინფოგრაფიკა, სადაც აღწერილია მემანქანის გრაფიკი:

"მეტროს მემანქანეების მუშაობის გრაფიკი, მიუხედავად იმისა, რომ ქართული შრომის კანონმდებლობის შესაბამისად 48 საათით განისაზღვრება, ეს 48 საათი გცილებით დიდ ენერგიას და მობილიზებას მოითხოვს.

მეტრო მგზავრებისთვის 12 საათზე იხურება, თუმცა მემანქანეებისთვის სამუშაო დღე 1- 2 საათამდე გრძელდება. ღამის სმენის მემანქანეები მეტროშივე, სპეციალურად განკუთვნილ ოთახებში რჩებიან დასაძინებლად, რათა დილით, 6 საათამდე, ანუ იმ დრომდე, როცა მეტროში პირველი მგზავრი ფეხს ჩადგამს, ყველა მატარებელი სადგურზე იდგეს და შეუფერხებლად დაიწყოს მუშაობა.

მემანქანეების გრაფიკი მცოცავია, ეს მათ ხელს უშლით დაგეგმონ და წარმართონ თავისი სოციალური ცხოვრება. მათი დასვენება კი თვეში 6, იშვიათად 7 დღით განისაზღვრება.

მემანქანეებისთვის შეუძლებელია დამატებითი შემოსავლის წყაროს მოძებნა, ერთის მხრივ სამუშაოს გრაფიკის გათვალისწინებით და მეორეს მხრივ, დამატებითი დატვირთვის მიღებით ისინი საფრთხეს შეუქმნიან მგზავრების სიცოცხლეს", - სოლიდარობის ქსელი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^