
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ განაცხადა, რომ სამინისტრო ახალ ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირებას და გარემოს დაბინძურების პრევენციას ეხება.
მინისტრის მოადგილემ ამის შესახებ დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დედამიწის დღე ემთხვევა პლასტიკის ნარჩენებისგან გარემოს დაბინძურების პრევენციას. ამ თემის ირგვლივ არის წლევანდელი წელი და აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ შეიმუშავა ახალი ინციატივა პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების თვალსაზრისით და ასევე, გარემოს დაბინძურების პრევენციის კუთხით. სულ მალე ეს ინიციატივა მთავრობაში შევა დასამტკიცებლად," - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება მსოფლიოს 175 ქვეყანაში. საქართველო ამ სიას 1990 წლიდან შეუერთდა.