Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: არასრულწლოვნის ვიდეოს გავრცელების წყაროს იდენტიფიცირება უნდა მოხდეს

20 აპრილი, 2018 14:24

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობისა და ბულინგის ფაქტი იკვეთება.

ომბუდსმენის განცხადებით, ვიდეო გადაღებულია ბავშვების მიერ და მოიცავს ბავშვის მიმართ სასტიკ დამოკიდებულებას, მუქარას, შეუსაბამო სიტყვებსა და ქმედებებს.

„კადრებში ნათლად ჩანს არასრულწლოვნის სახე, შესაბამისად, შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება, რაც არღვევს ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და საფრთხეს უქმნის მის ფსიქოემოციურ მდგომარეობას. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ვიდეო ფართოდ ვრცელდება სოციალურ ქსელებში, რაც სახალხო დამცველს ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია", - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს:

  • მყისიერად აღიკვეთოს ვიდეო ჩანაწერის გავრცელება;
  • დაიწყოს შემთხვევის გადაუდებელი გამოძიება, მოხდეს მასში მონაწილე პირების და გავრცელების წყაროს იდენტიფიცირება;
  • შესაბამისი ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერა გაეწიოს მსხვერპლ ბავშვს, მათ შორის განხორციელდეს მონიტორინგი სამომავლოდ მისი უფლებების დაცვის და მეორადი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად;
  • გატარდეს ყველა ღონისძიება ვიდეო ჩანაწერში მონაწილე ბავშვების ძალადობრივი ქცევის კორექციის და მათთვის ყველა შესაბამისი სერვისის შეთავაზების მიმართულებით.

სახალხო დამცველმა დაიწყო საქმის შესწავლა და გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან. ასევე, მოვუწოდებთ საზოგადოებას, თავი შეიკავონ ვიდეოს გავრცელებისგან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^