
გამოცემა TIME-მა 2018 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი დაასახელა, საიდანაც 45 ქალია. გავლენიან ქალებს შორის არიან აქტივისტი ტარანა ბურკი, რომლემაც კამპანია Me Too წამოიწყო; მომღერალი ჯენიფერ ლოპესი; მსახიობი ნიკოლ კიდმანი და ლენა ვეითი; კენიელი აქტივისტი, რომელიც ქალთა გენიტალიების დასახიჩრების წინააღმდეგ მუშაობს; პეგი ვითსონი, რომლემაც კოსმოსში ყველა ამერიკელზე მეტი დრო, 66 დღე გაატარა.
აღსანიშნავია, რომ ამ სიაში 45 ადამიანი 40 წელს ქვემოთაა. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 14 წლის მსახიობი მილი ბობი ბრაუნია.
მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების 2018 წლის ასეულში ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კინ იონგ უნიც არიან. ამ სიაში მილიარდობით დოლარიანი შემოსავლის მქონე ფილმის, „შავი პანტერის“ რეჟისორი რაიან ქუგლერი და მთავარი როლის შემსრულებელი ჩედვიკ ბოუსმენიც მოხვდნენ.
აღნიშნული სიიდან 6 ადამიანი - ტარანა ბურკი, ტენისის ჩემპიონი როჯერ ფედერერი, მსახიობი ტიფანი ჰედიში, მსახიობი ნიკოლ კიდმანი, მომღერალი ჯენიფერ ლოპესი და Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სეთია ნადელა ჟურნალის სპეციალური ნომრების გარეკანზე იქნებიან.