
დღეს 22:00 საათზე სომხეთის საელჩოსთან სომეხი ხალხის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.
თბილისში შეკრებილები, ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებს სოლიდარობას გამოუცხადებენ.
ერევანში ოპოზიციის ლიდერის და აქციის სხვა მონაწილეებს დაკავების მიუხედავად აქცია გრძელდება. ფაშინიანის დაკავების შემდეგ აქციის მასშტაბი ერევანში გაიზარდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ერევნის ცენტრალურ მოედანზე იკრიბებიან.
მათი მოთხოვნა ოპოზიციის დაკავებული ლიდერის, ფაშინიანის გათავისუფლება და სერჟ სარგისიანის ხელისუფლებიდან წასვლაა.
ფოტო: HETQ.AM