Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცესკოს ტენდერი - 117 000 ლარი „იმედს“ და ჯამში 43 000 ლარი 12 ტელევიზიას

23 აპრილი, 2018 14:27

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ტელეკომპანია „იმედთან“ 117 931-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. როგორც სატენდერო დოკუმენტებში ვკითხულობთ, „იმედმა“ „საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია“ ეთერში 14 აპრილიდან ივლისის ბოლომდე უნდა გაუშვას.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით, ცესკომ მსგავსი შინაარსის ხელშეკრულება კიდევ რამდენიმე ტელეკომპანიასთან გააფორმა. მათ შორისაა: „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „ობიექტივი“, „კომედი არხი“, „იბერია ტვ“, „მეგა ტვ“ და სხვა. 

თუმცა აღსანიშნავია, რომ „იმედისთვის“ გადასახდელი თანხა მნიშვნელოვნად აღემატება არა მარტო სხვა ტელეკომპანიებთან დადებული ინდივიდუალური ხელშეკრულების, არამედ  ჯამში 12 ტელეკომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებას, რაც 43 589 ლარია. ცესკო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ იმავე მომსახურებისთვის 4 408 ლარს უხდის.

როგორც „ლიბერალს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურში განუმარტეს, თანხებს შორის ასეთი სხვადასხვაობა თავად ტელეკომპანიების მიერ დადგენილი ტარიფების გამოა. როგორც უწყებაში განმარტავენ, მათ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადეს და ყველა კომპანიამ საკუთარი ტარიფი წარმოადგინა. 

მსგავსი განსხვავება ცესკოს მიერ 2017 წლის სექტემბერში გამოცხადებულ ტენდერშიც შეიმჩნევა. კერძოდ, „იმედმა“ 188 000 ლარი მიიღო, ხოლო სხვა ტელეკომპანიებმა - ამჯერადაც მნიშვნელოვნად ნაკლები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^