Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რესპუბლიკელები: ერევანში ახალგაზრდების „ხავერდოვან ბრძოლას“ საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს

23 აპრილი, 2018 15:07

საქართველოს „რესპუბლიკური პარტია“ ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარტიის განცხადებით, ისინი ყურადღებით აკვირდებიან სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს - დემოკრატიული უფლებების დაცვისკენ მიმართულ საპროტესტო აქციებს.

„აქციებს ხელმძღვანელობს ლიბერალური მიმართულების პარტია, რომელიც ღიად უპირისპირდება ევრაზიულ კავშირში სომხეთის ყოფნას და ევროპული ინტეგრაციის ფლაგმანია ქვეყანაში. ჩვენი აზრით, სომხეთის ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიუხედავად განახორციელა მხოლოდ ფასადური ცვლილებები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, როდესაც ერთპიროვნული საპრეზიდენტო მმართველობიდან თითქოს გადავიდა საპარლამენტო–რესპუბლიკურ მოდელზე, მაგრამ სინამდვილეში იმავე პოლიტიკური სახეებით ჩამოყალიბდა "პრემიერის რესპუბლიკის" კლანურ–ავტორიტარული სისტემა.

ყოველივე ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს სომხეთის ხელისუფლების ლიდერის ცინიკური მოქმედება, როდესაც მან სატელევიზო ეთერში საჯაროდ ოპოზიციის ლიდერის ნიკოლა პაშინიანის მიმართ გაჟღერებული მუქარები მყისიერად აღასრულა, რასაც მოჰყვა როგორც პაშინიანის და ოპოზიციის სხვა ლიდერების, მათ შორის სამი პარლამენტარის, დაკავება, მათ წინააღმდეგ აბსურდული ბრალდებების წაყენება და ძალისმიერად ჩამოცილება საპროტესტო აქციებიდან.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია აცნობიერებს, რომ ერევანში მიმდინარე პროცესები უკავშირდება როგორც სომხეთში, ისე მთლიანად რეგიონში რუსეთის დესტრუქციული გავლენების განეიტრალებას, რუსეთის გარეშე რეგიონის ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრას და გრძელვადიანი რეგიონალური უსაფრთხოების მიღწევაზე თანასწორად ჩართულობას და პასუხისმგებლობის აღებას.

საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ ერევანში მიმდინარეობს სომხეთის მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის, როგორც თავად უწოდეს, "ხავერდოვანი ბრძოლა" ევროპული ფასეულობებისა და მომავლისათვის, რასაც საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს გამოცდილების გაზიარების, იდეების გაცვლის და სამოქალაქო დიალოგის მიღებული ფორმებით.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს და საერთაშორისო კავშირებს ევროპის ლიბერალურ–დემოკრატიულ ალიანსში (ALDE) და საერთაშორისო ლიბერალურ ორგანიზაციაში (Liberal International), რომ სომხეთის ხელისუფლებამ დაუყონებლივ გაანთავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და შექმნას წინაპირობები ოპოზიციასთან ისეთი დიალოგის წარმართვისთვის, რომელიც ორიენტირებული იქნება რეალური გარდაქმნების განხორციელებისკენ ლიბერალური დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების დაცვის, სოციალურ–ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით“,- აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^