Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სომხური დიასპორის სოლიდარობა ერევნის აქციებს - სერჟ ტანკიანი და პროტესტი ამერიკაში

23 აპრილი, 2018 15:37

ერევანში საპროტესტო აქციებს სოლიდარობა გამოუცხადა სომხურმა დიასპორამ შეერთებულ შტატებში.

კალიფორნიის შტატში, გლინდეილში სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრის და ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

ამერიკელმა სომხებმა გააპროტესტეს ოპოზიციონერი ლიდერებისა და დემონსტრანტების დაკავება. აქციაზე შეკრებილები სარგსიანს დიქტატორად მოიხსენიებდნენ და მის გადადგომას ითხოვდნენ.

სომხეთში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა როკ ჯგუფის System of A Down-ის ვოკალისტი სერჟ ტანკიანი. „მე ვხედავ სიყვარულს თქვენს თვალებსა და გულებში და ღიმილს თქვენს სახეებზე“ - თქვა მომღერალმა ვიდეომიმართვაში, რომლითაც მხარდაჭერა გამოხატა ქუჩაში გამოსული სომეხი ახალგაზრდების მიმართ.

„მსურს მოგილოცოთ სომხეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამოქალაქო პროტესტის გამოხატვისთვის. ეს მოძრაობა თქვენ გეკუთვნით და სამოქალაქო პროტესტადაც უნდა დარჩეს. მინდა იცოდთ, რომ სომხურ დიასპორაში ყველა თქვენი მხარდამჭერია, იმ ორგანიზაციებშიც კი, რომლებიც ოფიციალურად თქვენს მოქმედებებს ეწინააღმდეგება“, - თქვა ტანკიანმა.

„ეს არის კულტურული რევოლუცია, ნამდვილი რევოლუცია სომხეთში“, - დაამატა მომღერალმა და აქციის მონაწილეებს რეკომენდაციებიც მისცა, რომ აქციები წარმატებულად გაგრძელდეს. მათ შორის მოუწოდა, რომ შეიმუშავონ კონკრეტული მოთხოვნები და თავი აარიდონ „ფერადი რევოლუციის ტერმინოლოგიას“, რომელიც ხშირად აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის ბრძოლად აღიქმება საზოგადოებაში.

სომხეთში მოქალაქეები ხელისუფლებიდან სერჟ სარგსიანის წასვლას მოითხოვენ. გუშინ პაშინიანის დაკავების შემდეგ ერევანში აქციის მასშტაბი გაიზარდა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, 22 აპრილს აქციაზე ასიათასამდე ადამიანი გავიდა.

დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერები პატიმრობიდან დღეს ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

ერევანში პროტესტი დღეს დილიდან ისევ განახლდა. აქციას შეუერთდნენ სტუდენტები და ჯარისკაცებიც. ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა ქვეყნის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა.

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტი 2 ვადით იყო. წელს მეორე სპარეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ, მას არჩევნებსი მონაწილეობის უფლება აღარ ჰქონდა. თუმცა, 2015 წელს მისი მმართველობისას კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლითაც ამ არჩევნების შემდეგ უფლებები გაეზარდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს კი შეუმცირდა. სერჟ სარგსიანი კი არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა და ძალაუფლება ისევ მის ხელში დარჩა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^