სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთში სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით ათ დღეზე მეტია, აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია აქციებს 13 აპრილიდან მართავს.
სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს აირჩია სომხეთის პარლამენტმა და მასშტაბური პროტესტის გამო თანამდებობა არჩევიდან 6 დღეში დატოვა.
გუშინ ერევანში ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი დააკავეს, თუმცა დღეს სერჟ სარგსიანის გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე სომხეთის ხელისუფლებამ ყველა დაკავებული გაათავისუფლა, მათ შორის ნიკოლ პაშინიანიც.
„რადიო თავისუფლების“ სომხური ბიუროს პირდაპირი ეთერი ერევნიდან