
თბილისში სომხეთის საელჩოსთან სარგსიანის გადადგომას ზეიმობენ.
რამდენიმე წუთის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთში მეათე დღეა აქციები იმართება სერჟ სარგისიანის გადადგომის მოთხოვნით. ოპოზიცია აქციებს 13 აპრილიდან მართავს. მიუხედავად პროტესტისა 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად აირჩია.
დღეს რამდენიმე საათის წინ გუშინ დაკავებული ოპოზიციის ლიდერები გათავისუფლეს.