
ერევნის ცენტრალურ მოედანზე სარგსიანის გადადგომას ზეიმობენ. სარგსიანი რამდენიმე წუთის წინ გადადგა.
სომხეთში სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით ათ დღეზე მეტია, აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია აქციებს 13 აპრილიდან მართავს.
სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს აირჩია სომხეთის პარლამენტმა და მასშტაბური პროტესტის გამო თანამდებობა არჩევიდან 6 დღეში დატოვა.
გუშინ ერევანში ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი დააკავეს, თუმცა დღეს სერჟ სარგსიანის გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე სომხეთის ხელისუფლებამ ყველა დაკავებული გაათავისუფლა, მათ შორის ნიკოლ პაშინიანიც.