დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის სავალდებულოდ დანერგვასთან დაკავშირებით ინიციატივა მომზადდება.
"დღეს არსებობს პარლამენტის პოლიტიკური ნება და მომზადდება ეს ინიციატივა, ვინაიდან მრავალმა ქვეყანამ მთელ რიგ ვაქცინებზე დააწესა სავალდებულო ვაქცინაცია, მათ შორის მაგალითად, ექიმებისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინიციატივა დაავადებათა კონტროლის ცენტრს 2017 წელსაც ჰქონდა. 2017 წელს ცენტრის წარმომადგენლები ამბობდნენ რომ მათი ინიციატივით ბავშვებისთვის აცრის ჩატარებას სავალდებულო გახდებოდა. 2017 წელს აღნიშნული ინიციატივა პარლამენტს არ გაუნუხილავს.
ამირან გამყრელიძის თქმით, ამჯერად პარლამენტს აქვს პოლიტიკური ნება განიხილოს აღნიშნული ინიციატივა.
ინიციატივას გამოეხმაურა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც. კაკი ზოიძის თქმით, ის მომხრეა რომ აცრა სავალდებულო გახდეს.