Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომიტეტი ემზარ კვიციანს ინიციატივის დასახვეწად სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს

24 აპრილი, 2018 13:44

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას დადებითად შეხვდა, მაგრამ, კომიტეტის წევრების თქმით, კანონპროექტი დასახვეწია და ამისთვის საჭიროა სამუშაო ჯგუფის შექმნა.

„ამ ბოლო დროს მართლაც გახშირებულად გვესმის მართლმადიდებლობისა და პატრიარქის შეურაცხყოფა“, - თქვა სოფო კილაძემ. თან დაამატა, რომ ამ სახით მიღებული კანონი შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს, ამიტომ მის დასახვეწად მუშაობაა საჭირო.

„პრინციპების დონეზე ყველა, ყოველ შემთხვევაში აქ წარმოდგენილი დეპუტატები, ვეთანხმებით. ვიწონებთ და მხარს ვუჭერთ ამ კანონპროექტს, მაგრამ დაზუსტებები სჯობია“, - თქვა კილაძემ კომიტეტის სხდომაზე.

კომიტეტზე პირველი მოსმენით კანონპროექტის მხარდაჭერა გადაიდო, მაგრამ კილაძემ კვიციანს პირობა მისცა, რომ ამ საკითხს ბოლომდე მიიყვანს.

ემზარ კვიციანი სისხლის სამართლის კოდექში 155-ე პრიმა მუხლის დამატებას მოითხოვს - „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“. თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ასევე ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ერთ წლამდე.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური შენობებისა და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ორ წლამდე.

კანონპროექტის ინიციატორის თქმით, საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებულია მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიების და წმინდანების შეურაცხყოფა. სწორედ ეს გახდა მისი ინიციატივის საფუძველი.

„რამდენიმე წელია „სიტყვისა და გამოხატვის თვისუფლების“ საბაბით პერიოდულად ხდება ფარული თუ პირდაპირი შეურაცხყოფა, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმართ“, - წერია მის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ემზარ კვიციანის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ინიციატორი იურისტი ზვიად ტომარაძეა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^