საქართველოს უსინათლოთა ნაკრების სპორტსმენი, ზვიად გოგოჭური, პარაძიუდოში მსოფლიო თასის მფლობელი გახდა.
ტურნირი თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა და მასში საქართველოს უსინათლოთა ძიუდოს ნაკრების წევრებმა – გიორგი გამჯაშვილმა(66კგ), ბაჩუკი შელიამ (73კგ), გიორგი ბერიძემ (81კგ), ზვიად გოგოჭურმა (100 კგ) იასპარეზეს.