27 აპრილს ფოთის ამბულატორიულ ცენტრში მოწვეული მამოლოგი, გინეკოლოგი და პროქტოლოგი კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას კონსულტაციებს და კვლევებს უფასოდ ჩაუტარებენ. უფასო მამოგრაფიული კვლევა 40-70 წლის ასაკის ქალბატონებს ჩაუტარდებათ.
კონსულტაციის დღეს საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მიზნით შესაძლებელი იქნება 25-60 წლის ქალბატონებისთვის პაპ ტესტის უფასოდ ჩატარება.
მოსახლეობის თხოვნით 27 აპრილს ფოთის ამბულატორიულ ცენტრში ალერგოლოგი და ოფთალმოლოგი პაციენტებს უფასოდ გასინჯავენ. ოფთალმოლოგიური კონსულტაციები 55 წელს გადაცილებული
პაციენტებისთვის ჩატარდება.
უფასო კონსულტაციებზე მოსახლეობას საშუალება აქვს წინასწარი ჩაწერით დაჯავშნოს ექიმთან ვიზიტი, ნომერზე: 0 493 22 00 12 / 592 85 85 85.