Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები პარლამენტს მოუწოდებენ, რელიგიური გრძნობების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ

25 აპრილი, 2018 14:18

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერას და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, სათანადო გულისხმიერებით დაიცვას დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები, არ დაუშვას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაუარესება.

„მიგვაჩნია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, დეპუტატის ე. კვიციანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა სრულად უგულელყოფს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო და ეროვნულ სამართლებრივ სტანდარტებს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მისი პრინციპული მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური პრინციპების იგნორირება და დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის მიმართ პოლიტიკური ლოიალობის ღია გამოხატვის კიდევ ერთი მცდელობაა. 

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯასთან (სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული სამართალდრღვევის წესით) დაკავშირებით თანამედროვე ადამიანის უფლებათა სამართლის მიდგომები ცალსახაა, ის დაცვის ობიექტებს შორის არ მოიაზრებს რელიგიასა და რელიგიურ გრძნობებს და მხოლოდ რელიგიური სიძულვილისგან დაცვის ადამიანის უფლებას აღიარებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა გამორიცხავს მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საფუძველზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და მას საჯარო დებატების დაუშვებელ შეზღუდვად განიხილავს. ევროპული სასამართლოს უთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლები მოიცავს ისეთი ინფორმაციისა და იდეის დაცვას, რომელიც შოკისმომგვრელი, შემაწუხებელი და შეურაცხმყოფელია სახელმწიფოსათვის თუ მოსახლეობის ნებისმიერი ნაწილისათვის.

სასამართლოს თქმით, ის, ვინც საკუთარ რელიგიას გამოხატავს, ვალდებულია ითმინოს დამიიღოს სხვების მხრიდან მისი რელიგიური რწმენის უარყოფა და მეტიც მისი რწმენისთვის მტრული დოქტრინის პროპაგანდა. სასამართლო უარყოფითად აფასებს სახელმწიფოს როლს „აღმოფხვრას დაძაბულობის მიზეზი სახელმწიფოში პლურალიზმისათვის გამოწვეული ზიანის ხარჯზე“ და ამის საწინააღმდეგოდ აცხადებს, რომ მან „უნდა უზრუნველყოს მოწინააღმდეგე ჯგუფებს შორის შემწყნარებლობის ჩამოყალიბება“.-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2011 წელს გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტმა  მიუთითა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საფუძველზე გამოხატვის დასჯადობის დაუშვებლობაზე, რასაც ასევე აღნიშნავდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ვენეციის კომისიაც. 

ასევე, ნათქვამია, რომ  საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომაც.

განცხადებაში კოალიცია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა  მკვეთრად სუბიექტურ შეფასებებს შეიცავს და თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯას/სანქცირებას ეწინააღმდეგება საქართველოში მოღვაწე არადომინანტი რელიგიური ორგანიზაციების დიდი ნაწილი.

„იმ პირობებში, როდესაც პარლამენტი მისი წევრების მხრიდან სიძულვილის ენის გამოხატვას ყველაზე რბილი ინსტუმენტებითაც არ ზღუდავს, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზების რეტროგრადული ინიციატივის მხარდაჭერა განსაკუთრებით აღმაშფოთებელია. ამ კუთხით განსაკუთრებით პრობლემურია, რომ მსგავს ინიციატივას ღიად უჭერს მხარს ადამიანის უფლებებზე მომუშავე კომიტეტი და მისი თავმჯდომარე, რომელიც თავად უნდა იყოს ადამიანის უფლებების და თანასწორობის იდეების დაცვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი პარლამენტში“,- ნათქვამია განცხადებაში. 

 „კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაურესება და უარი თქვას წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიღებაზე.

კოალიციის წევრები არიან: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, კავშირი კავშირი „საფარი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA), „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“, „იდენტობა“ და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^