Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სერჟ სარგსიანი „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე აღარ იქნება

26 აპრილი, 2018 11:40

სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ მისი და პრემიერის მოვალეობის შემსრულებელ კარენ კარაპეტიანის მმართველი პარტიის წევრებთან შეხვედრისას გახდა ცნობილი.

„პარტიის თავმჯდომარის შეცვლის შესახებ დისკუსია დაიწყება. სერჟ სარგსიანმა შეხვედრის მონაწილეებს ასევე დეტალურად განუმარტა გადადგომის მიზეზი. შეხვედრაზე განიხილეს „რესპუბლიკური პარტიის“ მუშაობის შესაძლებლობები პარლამენტში, რათა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს“, - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.

შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვისაც, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. „რესპუბლიკური პარტია“ მზადაა განიხილოს ნებისმიერი პრობლემა“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

საპროტესტო აქცია ერევანში დღეს ისევ განახლდება. მოქალაქეთა 11-დღიანი პროტესტის შემდეგ 23 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა.

მაგრამ ნიკოლ ფაშინიანმა 24 აპრილს განაცხადა, რომ ძალაუფლების მმართველი პარტიის ხელში დარჩენის შემთხვევაში მხოლოდ სარგსიანის წასვლა არაფერს შეცვლის. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხალხის რჩეული უნდა იყოს ხავერდოვანი რევოლუციიდან. ამის შემდეგ, 25 აპრილს ერევანში აქციები ისევ განახლდა.

საპროტესტო აქციებს შეუერთდა ბიზნესმენ გაგიქ წარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“ , რომელიც პარლამენტში სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფია. წარუკიანმა მოუწოდა თავისი პარტიის წევრებს, რომ შეურთდნენ ქუჩაში გასულ ხალხს.

„ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით ჩვენი ერისა და თანამემამულეების მხარეს“, - ნათქვამია წარუკიანის მიერ დილით გავრცელებულ განცხადებაში.

სომხეთში საპროტესტო აქციებს უერთდებიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც. „ნათელი სომხეთის“ ლიდერის, ედმონ მანუკიანის, განცხადებით, მისი პარტია ეროვნული მოძრაობის ნაწილი იქნება. „სომხეთის „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ხალხის ნდობა დაკარგა. ამიტომ პრემიერ-მინისტრობის ნებისმიერი კანდიდატი ამ პარტიიდან მიუღებელია და ჩვენ უნდა შევაჩეროთ“, - განაცხადა მანუკიანმა.

გუშინვე სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქცია „ელკმა" ნიკოლ ფაშინიანი პრემიერობის კანდიდატად წარადგინა.

ერევანში პროტესტი სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას მოჰყვა. მოქალაქეები სარგსიანს, მას შემდეგ, რაც ორი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ ძალაუფლება მაინც შეინარჩუნა, დიქტატორად მოიხსენიებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. მაგრამ საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ რესპუბლიკური პარტია ძალაუფლებას შეინარცუნებს, სერჟ სარგსიანი ქვეყნის მართვას კულისებიდან განაგრძობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^