Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გია ნოდია: ივანიშვილის დაბრუნება ნიშნავს, რომ მთელი ეს წლები არაფორმალური მმართველობა იყო

26 აპრილი, 2018 13:46

„დიდი ხნის ნააზრევს და სტრატეგიულ გადაწყვეტილებას არ ჰგავს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება“,- ამის შესახებ „ლიბერალს“ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განუცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, როგორც პარტიის თავმჯდომარედ სპონტანურ გადაწყვეტილებას ჰგავს, რაც, ნოდიას თქმით, სავარუდოდ, განპირობებულია  „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე  მოვლენების გამო. 

„დიდი ხნის ნააზრევს და სტრატეგიულ გადაწყვეტილებას არ ჰგავს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება. ის, რომ დიდი ხნით ადრე ჰქონდა ეს ჩაფიქრებული ბიძინას, არალოგიკურია.  რატომ უნდა ჩაეთვალა ივანიშვილს, რომ 2013 წელს წასულიყო  ყველა თანამდებობიდან და მერე დაბრუნებულიყო 2018 წელს? ლოგიკა აქ ჩემთვის გაუგებარია. სავარაუდოა, რომ უფრო ეს იყო ნამდვილად პასუხი „ქართული ოცნების“ შიგნით განვითარებულ მოვლენებზე“, - განაცხადა გია ნოდიამ. 

მისი თქმით, იმ ტიპის არაფორმალური მმართველობა, რომელიც ბოლო წლებში იყო, არაფექტიანი აღმოჩნდა. 

„მან დაინახა, რომ  იმ ტიპის არაფორმალური მმართველობა, რომელიც ამ წლებში იყო, განსაკუთრებით 2016 წლის შემდეგ, როცა ის საერთოდ არ ჩანს არსად საჯაროდ, იყო არაეფექტიანი. ვგულისხმობ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო მიუწვდომელი და უხილავი, მათ შორის „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის. შესაძლოა, მისაწვდომი იყო 1-2 ადამიანისთვის, ვისზეც შეგვიძლია, ვიმარჩიელოთ, ვინ იყვენენ ისინი, კვირიკაშვილი, ან ირაკლი კობახიძე,  მაგრამ  უმრავლესობას არ ჰქონდა. ამიტომ არ იცოდნენ მათ, რას ფიქრობს რეალურად ივანიშვილი, რა მოსწონს, რა არ მოსწონს და ეს იწვევდა შფოთვას, ხელს უწყობდა კონფლიქტებს, და ნამდვილად იყო იმის საფრთხე, რომ ეს კონფლიქტები, რომელიც გარეთ გამოვიდა, რაღაც შეუქცევად სახეს მიიღებდა და ძალიან რთული იქნებოდა მათი დარეგულირება. ამიტომ რაღაც ფორმით ბიძინას დეფიციტი  უნდა აღმოფხვრილიყო და ბიძინას უფრო ცხადად და ყველასათვის გასაგებად გამოეთქვა თავისი შეხედულებები და დაელაგებინა სიტუაცია პარტიაში“, - თქვა ნოდიამ. 

გია ნოდია აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით, მან აღიარა, რომ კვირიკაშვილი ან კობახიძე და ასეთი ფიგურები პარტიაში სიტუაციას მის გარეშე ვერ დაალაგებენ. მისი თქმით, ასევე ეს ნიშნავს გარკვეულწილად აღიარებას იმისა, რომ აქამდეც მთელი ეს წლები არაფორმალური მმართველობა იყო და ეს არ აღმოჩნდა ეფექტიანი.  „მმართველობის ის მექანიზმი, რომელიც ბიძინამ შესთავაზა საკუთარ ქვეყანასა და პარტიას, იყო არაეფექტიანი. შეუძლებელია, ასე სადღაც ოლიმპოდან მართო ისე, რომ არავინ არ იცის, სადა ხარ, რა ხარ და რა გინდა“. 

როგორც  გია ნოდია „ლიბერალთან“ აცხადებს, ვარაუდი იმისა, რომ შესაძლოა, ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს, ასევე არალოგიკურია, რადგან კონსტიტუციურად პრეზიდენტის თანამდებობა არის დაკნინებული.

„სანამ საჯაროდ  გამოდიოდა ყოველთვის ამბობდა რომ პრეზიდენტი მეორეხარისხოვანი ფიგურაა და მნიშვნელობა არ აქვს, ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილითვის  დამაკნინებელი იქნება, რომ ის პრეზიდენტი გახდეს“, - განაცხადა ნოდიამ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^