სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში დაიწყება.
მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში განთავსებულ დამჭერებზე დაფიქსირდა მავნებლის ზღვრული ოდენობა, შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტო შეწამვლით ღონისძიებებს უახლოეს დღეებში დაიწყებს, რის შესახებაც წინასწარ ეცნობება მოსახლეობას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რომელიც უკვე გადანაწილებულია სამეგრელოს, გურიის და იმერეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით, რათა საჭიროების შემთხვევაში, დროულად დაიწყოს წამლობითი ღონისძიებები.
მათივე ცნობით, არსებული რესურსით შესაძლებელია 250 ათასი ჰექტარი ფართობის ოთხჯერ დამუშავება.