Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ხელის ამ ფორმით მრევლს ლოცავენ" - „აიისას“ მერიამ ოქმი შეუდგინა და სასამართლოში გაგზავნა

27 აპრილი, 2018 12:30

თბილისის მერიამ „ქართული იდეის“ განცხადების პასუხად, ინდმეწარმე ანი გაჩეჩილაძის მიმართ (კომპანია „აიისას“ დამფუძნებლის“) რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების შესაძლო დარღვევისათვის შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ოქმი განსასჯელად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მერიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე შეადგინა.

მუხლი რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის, აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევას ითვალისწინებს. წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

პარტია „ქართულმა იდეამ“ თბილისის მერიის განცხადებით 27 მარტს მიმართა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „აიისას“ პროდუქციაზე აღბეჭდილია „საქართველოს მეფე წმიდა თამარის გამოსახულება და იქვე გვერდით განთავსებულია წარწერა „სამეფო კარი თამარში“. როგორც განცხადების ავტორი, „ქართული იდეის“ თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა Facebook-პოსტში წერს, ინდმეწარმე ანი გაჩეჩილაძე პრეზერვატივების რეალიზაციას ახდენს სხვადასხვა ბარებსა და ღამის კლუბებში.“

„განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის, რომ პრეზერვატივზე გამოსახულია ადამიანის ხელი, რომლის სამი თითი (ნეკა, ცერა, არათითი) მოხრილია, ხოლო ორი (საჩვენებელი და შუათითი) გასწორებულია. ორ გასწორებულ თითზე ჩამოცმულია პრეზერვატივი. პრეზერვატივზე გამოსახული ხელის ფორმით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები მღვდელმოქმედებისას გამოსახავენ ჯვარს და ასევე ამ ფორმით ლოცავენ მრევლს”, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ,-  მათი „კანონიერი მოთხოვნების უგულებელყოფის შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, მორწმუნე მოსახლეობას მოვუწოდოთ საპროტესტო გამოსვლებისა და საყოველთაო დაუმორჩილებლობისაკენ.“

როგორც თბილისის მერიაში „ლიბერალს“ განუმარტეს, ოქმის შედგენისას იხელმძღვანელეს რეკლამის შესახებ კანონის მე-3 მუხლით:

2. არასათანადო რეკლამა – არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

5. არაეთიკური რეკლამა – რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების,რასის, პროფესიის, სოციალური საკუთრების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს.

„ლიბერალს“ „აიისას“ დამფუძნებელმა ანანია გაჩეჩილაძემ უთხრა, რომ სასამართლოს საქმე ჯერ წარმოებაში არ მიუღია.

„მაგრამ წარმოებაში მიღების შემთხვევაშიც, ეს არის აღქმის საკითხი და ძალიან საკამათოა. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ რომ იყოს კანონი, კიდევ მესმის, მაგრამ ახლა უშუალოდ მოსამართლეზეა დამოკიდებული, როგორ აღიქვამს ამ საკითხს. მაგრამ, ფაქტია, რომ მარაზმია“, - ამბობს ანანია გაჩეჩილაძე. 

როგორც ანანია გაჩეჩილაძემ „ლიბერალს“ უთხრა, ლევან ჩაჩუას განცხადებაზე პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს მიმართა, რადგან განცხადებაში მითითებული იყო მისი პირადი ნომერი და მისამართი, თუმცა განუმარტეს, რომ ვინაიდან ის ინდმეწარმეა, აღნიშნული მონაცემები ისედაც საჯაროა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^