Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კიმ ჩენ ინი: ჩრდილო და სამხრეთ კორეა ერთი ხალხია, არ შეიძლება, ასე გაყოფილები იყვნენ

27 აპრილი, 2018 18:01

ჩრდილო კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეაში სამიტის დასრულებამდე, წვეულების შემდეგ განაცხადა, რომ ორ კორეას შორის ფორმალური ომი დასრულებულია. მისი თქმით, დიდი დრო დასჭირდა ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ ერთმანეთს შეხვედროდნენ.

„ჩრდილო და სამხრეთ კორეა ერთი და იგივე ხალხია, ერთი და იმავე სისხლით, არ შეიძლება, ისინი ასე გაყოფილნი იყვნენ ერთმანეთისგან“, - განაცხდა ჩრდილო კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა. 

სამიტის შემდეგ წვეულებაზე კიმ ჩენ ინმა ასევე განაცხადა, რომ მათ უნდა შეინარჩუნონ მშვიდობა და დაიწყოს „მეგობრობის ახალი ერა“, რათა დაძლიონ კორეის ნახევარკუნძულზე არსებული გამოწვევები. 

მისი თქმით, ის არის მზად, შეასრულოს  თავისი ვალდებულება, რათა წვლილი შეიტანოს „მსოფლიო მშვიდობის მშენებლობაში“. ჩრდილო კორეის ლიდერი  აცხადებს, რომ „დღეიდან იწყება ახალი ისტორია“. 

„რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს უთანხმოებაც, იმედგაცურებაც, მაგრამ გამარჯვება ვერ მოვა ტკივილის გარეშე“, - დასძენს კიმ ჩენ ინი.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნმა მადლობა გადაუხადა კიმ ჩენ ინს  სიმამაცისა და გაბედული ნაბიჯისთვის.

„შვიდი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა. ამიტომ ჩვენ დღეს მთელი დღეა, ვსაუბრობთ“, - თქვა მუნ ჯე ინმა. 

ჩრდილო კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, სამხრეთ კორეა უკვე დატოვა. 

ლიდერებმა ხელი მოაწერეს  დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც, ერთმანეთის მიმართ აგრესიულ ქმედებებს შეწყვეტენ და  ასევე, შეთანხმდნენ ბირთვულ განიარაღებაზე. 

როგორც დეკლარაციაშია ნათქვამი, ისინი მიზნად ისახავენ კორეის ნახევრაკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებას. ათწლეულების განმავლობაში პირველი შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ შეეცდებიან, კორეის ნახევარკუნძლზე სტაბილური და მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარონ. ასევე შეთანხმდნენ, რომ კვლავ განაგრძობენ აქტიურ დიალოგს და საბოლოოდ მშვიდობის ხელშეკრულებას გააფორმებენ.



 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^