Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება

28 აპრილი, 2018 8:58

დღეს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები №54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იმართება, რომელიც ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიას მოიცავს.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ გუშინ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნები 60 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 48 123 ამომრჩეველი. 

ცესკო-ს პრესსპიკერის თქმით, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრირებულია 6 კანდიდატი, მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ. 

მისივე ინფორმაციით, 28 აპრილის არჩევნებს 26 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 721 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 14 დამკვირვებელი დააკვირდება. არჩევნების დღეს გააშუქებს 19 მედიასაშუალების 504 მედია წარმომადგენელი. 28 აპრილის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 461 წარმომადგენელი.

ანა მიქელაძის განცხადებით, 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებგვერდზე - www.results.cec.gov.ge.

07:00 საათიდან 24:00 საათამდე იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; ასევე ონლაინ ჩატი. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^