Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

35 უბნის წინასწარი შედეგებით, უგულავამ "ოცნების" კანდიდატს არჩევნები 4 უბანში მოუგო

29 აპრილი, 2018 0:20

ცესკოს გვერდზე, სადაც 54-ე საარჩევნო ოლქში (ვანი - ხონი )მიმდინარე შუალედური არჩევნების შედეგები უნდა ატვირთვოს, უკვე  35 საარჩევნო უბნის ოქმია ატვირთული. 

ამ ოლქში სულ 60 უბანია. 

35  უბნიდან 31 უბანში ხმების უმრავლესობა "ქართული ოცნების" კანდიდატმა მიიღო. 

"ევროპული საქართველოს" კანდიდატმა გიგი უგულავამ კი 35 უბნიდან 4უბანში მიიღო ხმების უმრავლესობა. 

  • ვანის სოფელ გადიდში და ხონის სოფელ ქუტირში მიიღო ევროპული საქართველოს კანდიდატმა ხმების უმრავლესობა. ასევე ვანის სოფ. სალომინაოში და ხონის სოფ.გორდში. 

შეგახსენებთ, რომ 54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია. ხოლო რეგისტრირებული – 48 123 ამომრჩეველი.

28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა

17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი

21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი

23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე

41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  – გივი ჭიჭინაძე

42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^