სომხეთის მმართველი პარტია პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატის წარდგენას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველად 1999 წლიდან მოყოლებული, ქვეყნის პრემიერი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი არ იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პარტიამ განაცხადა, რომ იგი კენჭისყრაზე, რომელიც სავარაუდოდ 1 მაისს გაიმართება, მხარს სხვა კანდიდატს დაუჭერს. ქვეყნის პრემიერის პოსტის დასაკავებლად იბრძვის ნიკოლ პაშინიანი, რომელიც დემონსტრანტების ლიდერია. დემონსტრაციების შედეგად პრემიერ-მინისტრის პოსტი სერჟ სარქსიანმა 23 აპრილს დატოვა. იგი 10 წლის განმავლობაში იყო სომხეთის პრეზიდენტი.
2015 წლის რეფერენდუმზე, მოსახლეობამ სომხეთის საპრეზიდენტო სისტემიდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლას დაუჭირა მხარი.