Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

20%-ის აზრით, გამოთქმა - „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“ ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს - NDI

30 აპრილი, 2018 11:52

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აცნობს.

კვლევის მიხედვით,  „გამოთქმა - „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“ ახასიათებს ჩემს საზოგადოებას“  - ეთანხმება გამოკითხული მოსახლეობის 20%, 12% საერთოდ არ ეთანხმება.

კვლევის მონაწილეებს ასევე ჰკითხეს, როგორ აფასებენ შემდეგ მოსაზრებებს - „ჩემი ქვეყანა ჩემი სახლია და არ ვაპირებ მის დატოვებას“ – 71% სრულად ეთახმება. 2% არ ეთანხმება.

„ჩემი ქვეყნის მომავლის მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“ - ამ მოსაზრებას 40% ეთანხმება.

------

კვლევის საველე სამუშაოები მოიცავს 20 მარტი-4 აპრილის პერიოდს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები წარმოებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. Ø

დიდი ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს იმ ქალაქებს, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასი და მეტია. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი. Ø

მცირე ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს ყველა დანარჩენ ქალაქსა და დაბას, რომელსაც აქვს ურბანული სტატუსი. Ø

 საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2%.Ø ეთნიკური უმცირესობების სტრატა მოიცავს იმ დასახლებებს, სადაც ეთნიკური უმცირესობების (ძირითადად სომხური და აზერბაიჯანული) ხვედრითი წილი 40 პროცენტზე მეტია. ეს დასახლებები მდებარეობს ქვემო ქართლში, სამცხე- ჯავახეთსა და კახეთში Ø

შერჩევა

NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს. Ø

სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად.ü

შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.Ø კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა. ü

რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით.Ø

არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება.Ø

ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.Ø

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^