Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მემანქანეების პროფკავშირი კალაძეს: თუ უპილოტოდ შეუძლიათ, მართონ მატარებელი, არ ვიცი

30 აპრილი, 2018 16:02

„ჩვენთან არანაირი საუბარი და მოლაპარაკება არ ყოფილა, რა აძლევს კალაძეს ამის თქმის საფუძველს, ნამდვილად არ ვიცი, ვერ ვხვდები. თუ რაიმე ახალი ხერხი აქვთ მოგონებული და უპილოტოდ შეუძლიათ, რომ ატარონ მატარებელი, არ ვიცი", - ამის შესახებ „ლიბერალს" მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, „ერთობა 2013-ის" გამგეობის თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ განუცხადა.

მისი თქმით, თუ მემანქანეებს მოთხოვნებს არ დაუკმაყოფილებენ, პოზიციების დათმობას არ აპირებენ.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მეტრო იმუშავებს და არ გაჩერდება, მისი თქმით, არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, თანხის მატებაზე საუბარი შეუძლებელია.

„არანაირი პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტრო არ გაჩერდეს. გაფიცვა მათი კონსტიტუციური უფლებაა. უბრალოდ, ადამიანურად ასეთი მიდგომები გულდასაწყვეტია და ძალიან ცუდი", - აცხადებს კალაძე.

ხუთშაბათს, 3 მაისს დილის 06:00-დან თბილისის მეტროპოლიტენის შემადგენლობის 100% გაიფიცება. 

მემანქანეებიის მთავარი მოთხოვნაა, ანაზღაურება გაიზარდოს 45%-ის ოდენობით. მემანქანეების თქმით, ისინი საათობრივად 7 ლარს იღებენ, მათ სურთ, რომ ანაზღაურება 10 ლარამდე გაიზარდოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^