Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბარები, სადაც მოწევა თამბაქოს კანონის ამოქმედების შემდეგ ნებადართული იქნება

30 აპრილი, 2018 21:38

ხვალიდან, 2018 წლის პირველი მაისიდან, თამბაქოს მოწევა სხვადასხვა დაწესებულებაში აიკრძალება, მათ შორის, ბარებსა და რესტორნებშიც.

კანონი განსაზღვრავს ადგილებს, სადაც მოწევა დაშვებული იქნება. ერთ-ერთი ასეთი ადგილი სიგარბარია.

სიგარბარის გახსნისთვის სპეციალური ლიცენზია იქნება საჭირო. ლიცენზიას კი ფინანსთა სამინისტრო გასცემს.

სიგარბარების გასახსნელად ლიცენზიის მიღება ხვალიდან გახდება შესაძლებელი.  ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონის მიხედვით, სიგარბარის მოწყობის ნებართვა 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.

სიგარბარის გახსნისთვის საჭირო ლიცენზია 15 ათასი ლარი ეღირება.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კანონის მიხედვით, სიგარბარებში მხოლოდ სიგარის მოწევა იქნება დაშვებული.

კანონით, სიგარაბარის მოწყობის ნებართვა 4 წლის ვადით გაიცემა. 

სიგარბარის მფლობელი ვალდებულია, ფინანსთა სამინისტროს ნებართვის მიღებიდან 1 წლის შემდეგ და ყოველ მომდევნო წელს წარუდგინოს ინფორმაცია, რომ  წლიური ბრუნვის არანაკლებ 15 პროცენტს სიგარის რეალიზაციით მიღებული თანხა შეადგენს.

აკრძალულია სიგარბარში არასრულწლოვნის შეშვება.

ლიცენზიის მისაღებად პირობები:

სიგარბარის მოწყობის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია უნდა წარუდგინოს სამინისტროს.

  • დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ სიგარბარი განლაგებული იქნება იზოლირებულ შენობაში ან შენობის იზოლირებულ ნაწილში, შენობის სხვა ნაწილებთან დაკავშირებული იქნება ყრუ კედლით, ექნება ცალკე შესასვლელი, სავენტილაციო სისტემა და სიგარის კვამლი ვერ მოხვდება შენობის სხვა ნაწილში ან სხვა შენობა-ნაგებობაში;
  • შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი სავენტილაციო სისტემის გამართული მუშაობის თაობაზე;
  • ელექტროდამატენიანებელი აპარატის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სიგარბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

------------------------------

ხვალიდან თამბაქოს მოწევა სხვადასხვა დაწესებულებაში აიკრძალება, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც. კანონი პარლამენტმა 2017 წლის მაისში მიიღო.

კანონის მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება:

  • ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში
  • საგანმანათლებლო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, აგრეთვე 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;
  • სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე;
  • ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები;

თამბაქოს მოწევა ნებადართულია:

  • ფიზიკური პირის საცხოვრებელ სახლში;
  • ტაქსიში და კატერში
  • სამორინეში;
  • წინასწარი დაკავების იზოლატორში;
  • პენიტენციურ დაწესებულებაში;
  • თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;
  • სიგარაბარში;
  • სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანების შემთხვევაში;
  • აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილას.
  • სტადიონზე (2020 წლამდე)

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის დარღვევის შემთხვევაშიმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სანქციებს აწესებს. მაგალითად, მძღოლი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევს, დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 1000 ლარით. იგივე წესი მოქმედებს ბარებსა და რესტორნებთან მიმართებით.

წესების დარღვევის შემთხვევაში, დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებისას – 1000 ლარით.

ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მოწევს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სახურავი, ლიფტი და სხვ.) იგი დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში - 100 ლარით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^