როგორც „ფეისბუქში“ გავრცელებულ ვიდეოში, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ამბობს, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სრული შემადგენლობა გადადგა.
ქევხიშვილის თქმით, მისთვის, ისევე როგორც ყველასთვის მნიშვნელოვანია შედეგი, რომელსაც, ვერ მივაღწიეთ. ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს სპორტია და ყოველთვის შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს, თუმცა ეს პასუხისმგებლობას გაუზიარებლობას არ ნიშნავს.
"აქედან გამომდინარე, მე ვესაუბრე ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რომელიც სრულად აცნობიერებს აღნიშნულ სიტუაციას; ისიც და სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრი აღარ გააგრძელებს ეროვნულ ნაკრებთან სამწვრთნელო პროცესს" - ამბობს ქევხიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა თელ-ავივში გამართული ევროპის ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა.