Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბორჯომის ტყეში ხანძარია, ცეცხლი ლოკალიზებული არ არის, რელიეფი ტექნიკისთვის მიუვალია

01 მაისი, 2018 0:57

ბორჯომში, საკირის ტყეში, ხანძარს ებრძვიან. როგორც "ლიბერალს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი გამხმარ ხეებს და ბუჩქებს უკიდია.

"ხანძარი ჯერ ლოკალიზებული არ არის, კლდოვანი რელიეფია, ტექნიკისთვის მიუვალი, ამიტომ ცოცხალი ძალა მუშაობს", - გვითხრეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში. 

პრესამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებული ტერიტორიებიდან მოშორებითაა და გავრცელების საშიშროება არ არსებობს, მიმდინარეობს დამატებითი ძალების მობილიზება.

ცეცხლის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^