Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლგტბი აქტივისტები ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დასწრებას ითხოვენ

01 მაისი, 2018 10:54

ლგტბი აქტივისტები ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დასწრებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ საშვები აქვთ. პოლიციამ მათ ცოტა ხნით მოცდა სთხოვა, „ვითარებაში გასარკვევად".

აქტივისტების თქმით, სურთ, სოფო კილაძისგან მოისმინონ ახსნა-განმარტება, თუ რატომ გადაიფიქრა მან 17 მაისის აღნიშნვა. ასევე პასუხი შეკითხვაზე, მიაჩნია თუ არა მას ლგბტი უფლებები ადამიანის უფლებებად.

კომიტეტის სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული.

პარლამენტის შენობასთან ასევე იმყოფებიან კონტრდემონსტრანტები.

პარლამენტთან ლგბტ აქტივისტები ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის გუშინდელი გამცხადების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

„ადამიანის უფლებები" - ამ შინაარსის პლაკატები მათ პარლამენტის წინ დააწყვეს. ისინი სოფო კილაძის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გუშინ „ლიბერალს" უთხრა, რომ კომიტეტი 17 მაისის, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომიტეტის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაშია ჩაწერილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^