Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რელიგიათა საბჭო ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ თანდოიანცის ეკლესია სომეხთა ეკლესიას დაუბრუნონ

01 მაისი, 2018 11:55

რელიგიათა საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ თანდოიანცის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია გადაეცეს სომეხთა სამოციქულო ეკლესიას. რელიგიათა საბჭო ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს ეკლესიაზე მიმდინარე ზემოქმედება. 

„გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისში, აღმაშენებლის N38-ში მდებარე ისტორიული სომხური ტაძრის, თანდოიანც სურბ ასტვაწაწინის (თანდოიანცის ღვთისმშობლის ეკლესია) საპატრიარქოსთვის გადაცემის საკითხს.

როგორც ცნობილი გახდა, 2017 წელს სახელმწიფომ სომხური ტაძარი საკუთრებით გადასცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. არაერთი ისტორიული წყარო და ფაქტი ადასტურებს, რომ საბჭოთა ოკუპაციამდე ნაგებობა სომეხთა სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნოდა. დღეს ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც ცვლის ძეგლის იერსახეს და შლის ჩვენი სომეხი თანამოქალაქეების ისტორიულ კვალსა და ღვაწლს.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ თანდოიანცის ეკლესიის საკითხი არ არის ცალკე აღებული შემთხვევა და ის რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის გადაუჭრელი პრობლემის ნაწილი და თვალსაჩინო მაგალითია.

რელიგიათა საბჭოს წევრები მრავალი წელია გულისტკივილით ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფო არ იჩენს ნებას, დაუბრუნოს რელიგიური ნაგებობები ისტორიულ მესაკუთრეებს. ამასობაში, ძეგლების დიდი ნაწილი ინგრევა, იცვლება მათი იერსახე, იშლება არაერთი რელიგიური ჯგუფის უმნიშვნელოვანესი კვალი საქართველოს ისტორიაში და ირღვევა მრავალფეროვნებით მდიდარი ქართული კულტურის მთლიანობა.

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას:

  • დაუყოვნებლივ შეწყდეს თანდოიანცის ეკლესიაზე მიმდინარე ზემოქმედება;
  • სამართლიანად გამოიკვლიოს აღნიშნული ეკლესიის ისტორია და უზრუნველყოს მისი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიისათვის დაბრუნება;
  • უმოკლეს დროში გადადგას რეალური ნაბიჯები რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული საკუთრების დასაბრუნებლად;
  • ხელი შეუწყოს საქართველოს სიმდიდირის - რელიგიური, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და წარმოჩენას;
  • მოუფრთხილდეს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას და მის თვალსაჩინო ნაწილს - სხვადასხვა კონფესიების საკულტო ნაგებობებს“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები:

  1. ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
  2. სომეხთა კათოლიკე ეკლესია
  3. ევანგელურ-ლუთერული ეკლესია
  4. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
  5. სახარების რწმენის ეკლესია
  6. სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია
  7. მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია
  8. ეზიდთა სასულიერო საბჭო
  9. ევანგელური ეკლესია “სიცოცხლის სიტყვა”
  10. ქართველ მუსლიმთა კავშირი
  11. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  12. ხსნის არმია
  13. საქართველოს კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება
  14. წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  15. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  16. მეგობართა საზოგადოება - კვაკერები
  17. სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში
  18. ევანგელური ეკლესია „ურყევი საფუძველი“ 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^