Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხაშურის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული 80-მდე მუშა მესამე დღეა, გაფიცულია

01 მაისი, 2018 12:23

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მთავარი მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული 80-მდე მუშა მესამე დღეა, გაფიცულია. 

როგორც მშენებლობაზე დასაქმებულმა გოჩა კორკოტაძემ „ლიბერალს“ უთხრა, ისინი გუშინ შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენელს, მაგრამ, მისივე თქმით, შეხვედრა უშედეგო  იყო.

ოსიაური-ჩუმათელეთის მთავარი მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულებს გუშინ პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეხვდენენ. 

გაფიცვის მიზეზი დაბალი ანაზღაურება და არასათანადო შრომითი პირობებია. 

გოჩა კორკოტაძე ამბობს, რომ მძღოლებისთვის ანაზღაურება დღეში 18-20 ლარია, მუშებისთვის კი - 16-18 ლარი. გარდა ამისა, მისი თქმით, მუშებს არ აქვთ დასვენების დღე.  იმ შემთხვევაში, თუკი დაისვენებენ, მათ ხელფასიდან აკლდებათ თანხა; მუშაობენ დღეში 10 საათის განმავლობაში და არ აქვთ სამედიცინო დაზღვევა.

გოჩა კორკოტაძის თქმით, გაფიცული მუშები მოითხოვენ ანაზღაურების მომატებას და თვეში 4 დღე დასვენებას.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მთავარ მაგისტრალს ჩინური კომპანია შპს კორპორაცია „სინოჰიდროს“ ფილიალი საქართველოში აშენებს. სამშენებლო სამუშაოები შარშან, დეკემბერში დაიწყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^