Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცქიტიშვილი: ვალდებულნი ვართ, დავინახოთ [ჰომოფობია], თვალი გავუსწოროთ უფლებების დარღვევებს

01 მაისი, 2018 17:44

„ჩვენი ვალდებულებაა, დავინახოთ [ჰომოფობიის] პრობლემა, გავუსწოროთ თვალი იმ დარღვევებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, მრავლად არის, როგორც უფლებრივი თვალსაზრისით, ასევე ძალადობის კუთხით" - ასე შეაფასა „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა დღეს კომიტეტის სხდომაზე განვითარებული მოვლენები. 

ლგბტ აქტივისტები დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე პლაკატებით შევიდნენ. მათ კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს შეკითხვა დაუსვეს, თუ რატომ გადაიფიქრა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის, 17 მაისის აღნიშვნა, როცა ეს ვალდებულება კომიტეტმა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ჩაწერით, საკუთარი სურვილით აიღო. თუმცა მათ ვერ მიიღეს პასუხი კილაძისგან, რომელმაც თქვა, რომ აქტივისტები შესაძლოა მართულები იყვნენ.

ვიდეო ► „თქვენ ვერასდროს გაიგებთ, რად მიჯდება აქ დგომა" - ლგბტ აქტივისტი კომიტეტის სხდომაზე

ინციდენტის დასრულების შემდეგ ცქიტიშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, აქტივისტების ემოციურ გამოსვლას მშვიდად შეხვდნენ, რადგან ამ ადამიანების უკან „ძალიან ბევრი ტრაგედია" დგას. მისი თქმით, ადმაიანის უფლებათა კომიტეტი პირველ რიგში ყველაზე დაჩაგრული და მარგინალიზებული ადამიანების უფლებების დაცვისკენ უნდა იყოს მოწოდებული. 

„მინდა ჩემს კოლეგებს მოვუწოდო, რომ ასეთ საკთხებს ძალიან მშვიდად უნდა შევხვდეთ. იმიტომ რომ ეს არის ჯგუფი, რომელიც არის თავისი მდგომარეობით ძალიან მარგინალიზებული და ძალიან ბევრი ტრაგედია დგას თითოეული მათგანის ცხოვრების უკან და მათი ემოცია, ეპატაჟი, რომელიც გამომდინარეობს არა დალხენილი ცხოვრებიდან, არამედ იმ უფლებების შეზღუდვიდან, რომელიც თუნდაც [ომბუდსმენის] ანგარიშშია მოცემული. ამას აქვს ძალიან მწვავე გამოხატულება მათი მხრიდან. 

ჩვენი ვალდებულებაა, ამას მშვიდად შევხვდეთ, დავინახოთ ეს პრობლემა, გავუსწოროთ თვალი და იმ დარღვევებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არის და არის მრავლად, ყველანაირი დონით, როგორც უფლებრივი, ისე ძალადობის კუთხით, რომელიც მოცემულია სახალხო დამცველის ანგარიშში, უნდა შევხედოთ ჯანსაღად. ჩვენი ვალდებულება ესაა. 

მე მესმის, რომ ეპატაჟმა დაკარგა კორექტულობისა და საპარლამენტო ფორმა, მაგრამ ამ შემთხვევაში მგონია, რომ ჩვენი ფორმა უნდა შევინარჩუნოთ და გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს, პირველ რიგში ყველაზე დაჩაგრული და მარგინალიზებული ადამიანების უფლებები დაიცვას" - თქვა ცქიტიშვილმა. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გუშინ „ლიბერალს" უთხრა, რომ კომიტეტი 17 მაისის, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომიტეტის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაშია ჩაწერილი. 

დღეს აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია სოფო კილაძის გადადგომის მოთხოვნით გამართეს. მათი თქმით, კილაძე ლგბტ ადმაიანების უფლელებს უგულებელყოფს. საკომიტეტო მოსმენაზე კილაძემ ისევ არ უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ გადაიფიქრა 17 მაისის აღნიშვნა. 

აქტივისტებს პარლამენტთან კონტრ-დემონსტრანტებმა კვერცხები დაუშინეს. სამართალდამცავებმა 3 პირი დააკავეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^