Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, კილაძემ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს

01 მაისი, 2018 18:06

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, სოფო კილაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია დატოვოს. 

მათი თქმით, კილაძის დამოკიდებულება ზოგ შემთხვევაში დისკრიმინაციული და ჰომოფობიურია და „მიმართულია კონკრეტული ჯგუფების ჩაგვრის გამართლებისკენ".

„მთლიანობაში, კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა და საჯარო განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ მისი პირადი დამოკიდებულება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან სრულიად შეუსაბამოა მის ამჟამინდელ თანამდებობასთან" - ნათქვამია განცხადებაში. 

„ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ უნდა დატოვოს თანამდებობა და კომიტეტის თავმჯდომარედ შეირჩეს პირი, რომელსაც აქვს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე მართებული ხედვა და რომლის მიზანიც საქართველოში სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა იქნება" - ნათქვამია განცხადებაში. 

მათი თქმით, სოფიო კილაძის გამონათქვამებმა თუ ინიციატივებმა გამოხატვის, უმცირესობების და სხვა უფლებებთან დაკავშირებით, არაერთხელ გამოიწვია საზოგადოების ცალკეული ჯგუფების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი. კრიტიკას ვერ უძლებს მის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ინიციატივებთან დაკავშირებით და საჯარო დისკუსიებისას მის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია.

განცხადებას ხელს, ამ დროისთვის 30 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. მათი სრული სია შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

ვიდეო ► „თქვენ ვერასდროს გაიგებთ, რად მიჯდება აქ დგომა" - ლგბტ აქტივისტი კომიტეტის სხდომაზე

დღეს აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია სოფო კილაძის გადადგომის მოთხოვნით გამართეს. მათი თქმით, კილაძე ლგბტ ადმაიანების უფლელებს უგულებელყოფს. საკომიტეტო მოსმენაზე კილაძემ ისევ არ უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ გადაიფიქრა 17 მაისის აღნიშვნა. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გუშინ „ლიბერალს" უთხრა, რომ კომიტეტი 17 მაისის, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომიტეტის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაშია ჩაწერილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^