თბილისის საკრებულო დღეს თბილისში რამდენიმე მოედნისა და ქუჩისთვის სახელის გადარქმევაზე იმსჯელებს. ჩამონათვალში ერთ-ერთი ვარდების მოედანია. საკრებულოს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭებაზე იმსჯელებენ.
ინიციატივას უკვე გამოეხმაურა ქალაქის მერი და თქვა რომ „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის სახელის გადარქმევას მიესალმება.
„ვარდების მოედნისთვის“ სახელის გადარქმევის ინიციატივას ვიწროპარტიული და იაფფასიანი პოლიტიკური აქტი უწოდა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი გაბაშვილმა.