Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იაგო ხვიჩია: შსს-ს წარმომადგენელმა მითხრა, რადგანაც ჭრელი წინდები გაცვია, მატყუარა იქნებიო

03 მაისი, 2018 18:06

პოლიციაში დავინახე ის მორალი, რომელიც საბჭოთა კავშირში იყო, - განაცხადა პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, რომელზეც პარტიის სამი წარმომადგენლის ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავენ.

იაგო ხვიჩიამ დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ დააკავეს და რას ეუბნებოდნენ სამართალდამცველები.

„მე ვიკითხე, თუ სად მიჰყავდათ ის პირი, ვინც დააკავეს. უბრალოდ, ინფორმაცია გვაინტერესებდა. ჩვენ მხოლოდ ვეკამათებოდით და ხელით არავის შევხებივართ. არ ყოფილა არანაირი ძალადობა და ხელის შეშლა.

ჩვენ ვამბობდით, რომ ამის გამო თუ ადამიანს აკავებ, ჩვენ ერთი წლის წინ დავთესეთ კანაფი, მაგრამ მხოლოდ დავჯარიმდით. ამასთან, ჩვენ ჩამოვიტანეთ ერთი ძირი კანაფიც და ვუთხარით, თუ მაგის გამო ხალხს იჭერთ, ჩვენც დაგვიჭირეთ-მეთქი, მაგრამ არ დაგვიჭირეს. გამოვრიცხავთ ყველა ტიპის ძალადობას. რაც შეეხება გინებას, იქ შეკრებილები იყვნენ მოქალაქეები და შესაძლოა, იგინებოდნენ, მაგრამ ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. შემდეგ ჩვენ დაგვიძახეს, გვითხრეს, უნდა გამოგკითხოთო. შსს-ს წარმომადგენელი მეუბნებოდა, რომ რადგანაც ჭრელი წინდები გაცვია, მატყუარა იქნებიო“, - განაცხადა ხვიჩიამ.

საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის" წევრების პროცესი მიმდინარეობს. იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეს შსს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^