დღეიდან ლიტვურ ენაში საქართველოს სახელწოდება იცვლება. ლიტველები დღეიდან საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად „საქართველოს“ უწოდებენ.
„საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიღებულია ოფიციალური გადაწყვეტილება - ამიერიდან თქვენს ქვეყანას ლიტვურად „საქართველო“ ერქმევა! გილოცავთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას! ლიტვა-საქართველოს მეგობრობას გაუმარჯოს!“, - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე.
On the eve of #Georgia100 official decision undertaken – from now on it is #Sakartvelo in Lithuanian! Congratulations! გილოცავთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას! ლიტვა-საქართველოს მეგობრობას გაუმარჯოს! pic.twitter.com/zYxGsJXenE
— Lithuania MFA (@LithuaniaMFA) May 3, 2018