
3 მაისს ცნობილი გახდა სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები. ეროვნული კინოცენტრის კონკურსში მონაწილეობა სულ ოცმა პროექტმა მიიღო - აქედან კომისია ეროვნულ კინოცენტრს რეკომენდაციას წარუდგენს, რომ დაფინანსდეს შემდეგ 3 პროექტი:
1.პროექტი ,,ანატორი: მკვდრების სოფელი" - 278 585 (ორას სამოცდათვრამეტი ათას ხუთას ოთხმოცდახუთი) ლარი;
2.პროექტი ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" - 299 083 (ორას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ოთხმოცდასამი ) ლარი;
3.პროექტი ,,ოთარის სიკვდილი" – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი.